უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებასთან ოფიციალურ კიევს არანაირი კავშირი არ აქვს.
“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენ მსგავსი რამ არ გვიბრძანებია”, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. რუსეთი მომხდარს “ტერორისტულ აქტს” უწოდებს და მასში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე:
რუსეთი ყირიმის ხიდის აღდგენას 2023 წლის ივლისისთვის გეგმავს
რუსული უშიშროება: ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა
უკრაინული მედია: ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას
პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე: „ყირიმი, ხიდი, დასაწყისი – ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს”