LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი გვირაბი და ხიდი აშენდება რიკოთზე – რიკოთის მოდერნიზება აქტიურ ფაზაშია

355
esaaaaa

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის ახალ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ჯამში 52 კმ გზაზე 51 გვირაბი და 97 ხიდი აშენდება.

რიკოთის პირველი 2 კმ-იანი მონაკვეთი 2021 წელს გაიხსნა და ხელშეკრულების შესაბამისად, მისი დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა 2022-2023 წლებში ეტაპობრივად დასრულდება.

საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად იყოფა:

1⃣ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იანი მონაკვეთი;

2⃣ხევი-უბისას 12,2 კმ-იანი მონაკვეთი;

3⃣უბისა-შორაპნის 13 კმ-იანი მონაკვეთი;

4⃣შორაპანი-არგვეთას 14,7კმ-იანი მონაკვეთი.

51 გვირაბიდან გაჭრილია 16 გვირაბი, სამშენებლო სამუშაოები სრულად უკვე 3 გვირაბსა და 6 ხიდზეა დასრულებული. უწყების ცნობით, რიკოთის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გადაადგილების სიჩქარე, რომელიც ამჟამად 60 კმ/სთ-ია, გაიზრდება და რიგ მონაკვეთებზე თითქმის გაორმაგდება.

„რიკოთის მოდერნიზება მნიშვნელოვანია ქვეყნის საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით“, – აცხადებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g