LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი იშოვეს გუნდებმა ევროპა ლიგაზე

104

ჩემპიონთა ლიგის კვალდაკვალ ისიც გაირკვა, რა ფული იშოვეს კლუბებმა ევროპა ლიგაზე გამოსვლით.

ჯგური ეტაპის თითოეულმა მონაწილემ 2.6 მლნ ევრო მიიღო, გამარჯვებისთვის გუნდი დამატებით 360 ათას ევროს იღებდა, ფრისთვის – 120 ათასი იყო განკუთვნილი. ფრის შემთხვევაში გამოთავისუფლებული 120 ათასი საერთო ყულაბაში მიდიოდა და ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილეზე ნაწილდებოდა მოგებების რაოდენობის მიხედვით.

ჯგუფის გამარჯვებულს 600 ათასი ეკუთვნოდა, მეორე ადგილს 300 ათასი მოქონდა. 1/16 ფინალისთვის 500 ათასი გამოიყო, 1/8 ფინალში გასვლა 750 ათასს უდრიდა. რვა მეოთხედფინალისტი 1 მლნ ევროთი მდიდრდებოდა, ოთხი ნახევარფინალისტი კი 1.6 მლნ ევროთი.

ევროპალიგის გამარჯვებულმა „ატლეტიკომ“ 6.5 მლნ ევრო გამოიმუშავა, ფინალში წაგებულმა „მარსელმა“ – 3.5 მლნ.

გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე კი ყველაზე მეტი ლონდონის „არსენალმა“ იშოვა – 37 779 447 ევრო. შემდეგ მოდიან „მარსელი“ (22 966 178), „ლაციო“ (17 250 363) და „ატლეტიკო“ (16 127 422).

გამარჯვების მიუხედავად, „ატლეტიკოს“ ყველაზე მეტი არ უშოვია, რადგან ტურნირში ჯგუფიდან კი არა, 1/16 ფინალიდან ჩაერთო, საიდანაც ჩემპიონთა ლიგიდან გადავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g