LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი მილიონი იშოვა ფაჩულიამ ამერიკაში

20525518_1529132313800410_1527739994745033549_n

ამერიკული საკალათბურთო-ანალიტიკური ვებგვერდი Hoopshype.com-ი NBA-ში მოთამაშე კალათბურთელების ხელფასებს აქვეყნებს.

საიტის ცნობით, “დეტროიტის” ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია 2018-19 წლების სეზონში 2 393 887 დოლარს გამოიმუშავებს. მას ამაზე დაბალი ხელფასი ბოლოს 14 წლის წინ, ამერიკაში გატარებულ მეორე სეზონში ჰქონდა, როცა “მილუოკის” რიგებში მხოლოდ 620 046 დოლარი მიიღო.

ეს გასაკვირი არაა, რადგან ვეტერანი კალათბურთელი “პისტონსის” რიგებში ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არ ითვლება და ის პარკეტზე მცირე დროს ატარებს. შესაბამისად, მისი ხელფასიც იმაზე დაბალია, ვიდრე “გოლდენ სტეიტსა” თუ “დალასში” თამაშისას იყო.

ყველაზე მაღალ ანაზღაურებას ქართველი ცენტრი 2012-13 წლების სეზონში “ატლანტაში” იღებდა. მაშინ მისმა წლიურმა ხელფასმა 5 248 750 დოლარი შეადგინა.

საიტის ცნობით, დღესდღეობით ზაზა ფაჩულია NBA-ში მოთამაშე კალათბურთელთა შორის ხელფასის ოდენობის მიხედვით 302-ეა, ცენტრებს შორის კი – 52-ე. “დეტროიტში” მასზე მეტი ანაზღაურება კი 11 მოთამაშეს აქვს.

საიტის ცნობით, ზაზა ფაჩულიამ 2003-04 წლების სეზონიდან დღემდე 57 962 577 დოლარი გამოიმუშავა.

2018/19 წლების სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებად კალათბურთელთა ათეული კი ასე გამოიყურება:

1. სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი) – 37 457 154 დოლარი
2. რასელ ვესტბრუკი (ოკლაჰომა) – 35 665 000
3. კრის პოლი (ჰიუსტონი) – 35 654 150
3. ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი) – 35 654 150
5. ბლეიკ გრიფინი (დეტროიტი) – 31 873 932
6. გორდონ ჰეივარდი (ბოსტონი) – 31 214 295
7. კაილ ლოური (ტორონტო) – 31 000 000
8. ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი) – 30 570 000
9. პოლ ჯორჯი (ოკლაჰომა) – 30 560 700
10. მაიკ კონლი (მემფისი) – 30 521 115

sportall.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g