LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი მილიონი ჯდება თბილისის ცენტრალური პარკი და როდის შევძლებთ გასეირნებას

338
FORTUNA.GE (2)

თბილისის ცენტრალური პარკის გაშენება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე თვეში დაიწყება.

ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

„19 ოქტომბერს დაიწყება სამუშაოების განხორციელება და პროექტის დასრულებას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

„გუშინ გვქონდა პროექტის პრეზენტაცია, თუ როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი სამუშაოების დასრულების შემდეგ. ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ და რა ფორმით ჩატარდება სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

შეგახსენებთ, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „პოსტვ“-ის ეთერში განაცხადა, რომ პროექტისთვის, სავარაუდოდ, 30 მილიონი დოლარი დაიხარჯება. 

ბაღები, ტყე, მდელო, სასეირნო და კიდევ ბევრი რამ: როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი

დედაქალაქის მერმა იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე კორტების აღსადგენად აუქციონი გამოაცხადა.

„გვინდა გამოვაცხადოთ აუქციონი იმისთვის, რომ 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდეს ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების ტერიტორიაზე და გამარჯვებულმა კომპანიამ 7 174კვ.მ. ფართობზე ორი წლის ვადაში მოაწყოს 4 ღია საჩოგბურთო კორტი, 1 ღია ან დახურული საცურაო აუზი და 1 სავარჯიშო-სატრენაჟორო დარბაზი. ობიექტის პრივატიზაციის პირველადი საწყისი თანხა 5 775 000 ლარს შეადგენს”, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის თქმით, კორტების ტერიტორია 2009 წელს გასხვისდა, თუმცა მერიამ მოახერხა და აღნიშნული ობიექტი მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.

„ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია 2009 წელს გასხვისდა, სადაც საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობები უნდა განხორციელებულიყო. რა თქმა უნდა, ეს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის სახით, ისე ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენდა. გვსურდა ინვესტორთან მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რომ კორტები დაბრუნებოდა მუნიცილაპიტეტს და ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება. გვინდა, კორტები აღვადგინოთ პირველადი სახით, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს სპორტული კომპლექსით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იპოდრომის შემდეგ ლაგუნა ვერე?! “ივანიშვილს გაუჭირდა და ასე ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g