ქობულეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რა დროსაც 14 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მოძრაობა “ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს აკისრებს.
“რამდენი უბედური შემთხვევა უნდა მოხდეს და რამდენი მოზარდი უნდა დაიღუპოს, რომ დადგეს სრულიად არაკომპეტენტური შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობა. ფაქტია, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლებიდან დაწყებული ოპოზიციით დამთავრებული, ყარს ნაფტალინის სუნით”. – აღნიშნავს ანა დოლიძე.
საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე აცხადებს, რომ ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე, პროფესიონალთა კვალიფიკაციის ნაკლებობა და რესურსების სიმცირე სიტუაციას ართულებს.
“ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე ართულებს პროფესიონალთა კვალიფიკაციის ნაკლებობა და რესურსების სიმცირე. საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში, მხოლოდ ერთი სახელმწიფო ფსიქოლოგი გვყავს. ასევე კრიტიკულად მცირეა სოციალური მუშაკების რაოდენობა. ხოლო, საქმეში ჩართული გამომძიებლებისა და პროკურორების შემთხვევაში, ხშირად გვხდება პრობლემები მათი ცნობიერების აღჭურვის კუთხით, რაც უნდა ქმნიდეს არასრულწლოვნებისთვის შესაბამის გარემოს მსგავსი შემთხვევების შესწავლის პროცესში”. – განმარტა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძემ.
14 წლის არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დაკავებულია