თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლის პოზიციაზე ამ ეტაპზე 46 ქალია დასაქმებული.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, გენდერული საკონსულტაციო პროგრამა, 2017-2019 წლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, თბილისის ავტობუსების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ განხორციელდა:
„აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანი გახდა კომპანიისთვის, რადგან გადამზადდა და დასაქმდა 25 ქალი ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე.
ავტობუსის მართვის მოსამზადებელი კურსი ქალებისთვის 2023 წელსაც დაიგეგმა და 25 ქალმა გაიარა გადამზადება.
დღეისათვის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლის პოზიციაზე სულ 46 ქალია დასაქმებული“, – აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.