LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენი სიკეთე გაგვიკეთა ყოველ ჩვენგანს ღმერთმა, მაგრამ რამდენია ისეთი ადამიანი, ვინც ამ სიკეთეებს ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს?!“ – მეუფე შიო

133
a1726929203

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას სიკეთის კეთებაზე ისაუბრა.

„ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს გამოცდილება ღმერთთან შეხვედრისა… რამდენ სიკეთეს და მშვენიერებას გვიხსნის ჩვენ წინაშე ღმერთი, რამდენი სიკეთე გაგვიკეთა ყოველ ჩვენგანს, ცალკე აღებულს და მთელ კაცობრიობას ერთად… მაგრამ რამდენია ისეთი ადამიანი, ვინც ამ სიკეთეებს ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს?!“ – განაცხადა შიო მუჯირმა.

მისივე თქმით, ვალდებულები ვართ, დავამოწმოთ ის სიკეთე, რასაც ღმერთი გვაძლევს.

„ჩვენ ვიცით, რა არის უფლის სიყვარული, რა არის უფლის მოწყალება, რა არის საღვთო ძალა და მადლი, რომელიც გვეხმარება, გამოვსწორდეთ და გავხდეთ უკეთესი, რამდენ სიკეთეს და მშვენიერებას გვიხსნის ჩვენ წინაშე ღმერთი, რამდენი სიკეთე გაგვიკეთა ყოველ ჩვენგანს, ცალკე აღებულს და მთელ კაცობრიობას ერთად; ჩვენ ვიცით, ეს საიდან არის, საიდან გვეძლევა; მაგრამ რამდენია ისეთი ადამიანი, ვინც ამ სიკეთეებს ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს?! ამიტომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავამოწმოთ მათ წინაშე ის სიკეთე, რასაც ღმერთი გვაძლევს.

მაგრამ განა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას ჯეროვნად ვაკეთებთ? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ უნდა შევისმინოთ უფალ იესო ქრისტეს ეს სიტყვები: „დაბრუნდი შინ და უამბე ყველას, რაც გიყო შენ ღმერთმა“ და მივბაძოთ ამ ადამიანს, რომელმაც შეასრულა უფლის ლოცვა-კურთხევა, წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რაც გაუკეთა იესომ.

ასევე პეტრე მოციქულიც შეგვახსენებს ამ მოწოდებას, როცა ის მიმართავს ყველა დროის ქრისტიანებს ასეთი სიტყვებით: „თქვენ ხართ რჩეული მოდგმა, წილხვედრი ხალხი, რომ ყველას აუწყოთ ღმერთის სიქველე, ვინც გამოგიხმოთ თქვენ სიბნელიდან, რათა გეხილათ მისი საოცარი ნათელი, ამინ“ (I პეტრ. 2,9),- აღნიშნა მეუფეო შიომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g