LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი უნდა გქონდეთ შემოსავალი, რომ იპოთეკური სესხი აიღოთ – ეროვნული ბანკის განმარტება

533
shutterstock_1074614918

შესაძლებელია, თუ არა საშუალო შემოსავლის მქონე პირმა იპოთეკური სესხი აიღოს – ამის სესახებ კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 1-ლი იანვრიდან სებ-ის ახალი რეგულაცია – პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შესახებ შევიდა ძალაში.

ეროვნული ბანკის განმარტებით, თუ მოქალაქეს ან ოჯახს შემოსავალი თვეში 2500 ლარი აქვს, 60 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის შეძენა, 15-წლიანი იპოთეკური სესხის მეშვეობით შეუძლია. ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ შესაბამისად, მსგავსი სესხები არა მხოლოდ მაღალშემოსავლიანი პირებისთვის არის ხელმისაწვდომი.

“ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დაკრედიტების ახალი წესებით, მხოლოდ მაღალშემოსავლიან პირებს შეუძლიათ იპოთეკური სესხით სარგებლობა, რაც სიმართლეს ცალსახად არ შეესაბამება. მაგალითისათვის, 60 კვადრატულიანი ბინა, 15-წლიანი იპოთეკური სესხის შეთხვევაში 2500 ლარის ყოველთვიური შემოსავლის მქონე პირსაც/ოჯახსაც შეუძლია შეიძინოს, მათ შორის ისეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრების, მაგალითად მეუღლეების ჯამური შემოსავლები 2500 ლარს შეადგენს. ამასთან, ბინის შეძენა შესაძლებელია, როგორც საცხოვრებლად, ასევე სამომავლო გაქირავებისთვის. უფრო მცირე ზომის ბინის შეძენას ნაკლები შემოსავლის მქონე პირიც/ოჯახიც შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ლარის სესხების გაცემის კუთხით არსებული მოთხოვნები, რომელიც დაკრედიტების ახალი წესებით არის განსაზღვრული, დიდწილად თანხვედრაშია კომერციულ ბანკებში არსებულ შიდა მოთხოვნებთან“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ რეალურად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპის თანახმად, „სირთულის“ არსი მხოლოდ მსესხებლის შემოსავლების შესწავლაშია.

“სესხები, მათ შორის იპოთეკური, უნდა გაიცეს იმ პირებზე, ვისაც მისი მომსახურების უნარი აქვთ. თუკი მსესხებელს რაიმე ტიპის შემოსავლები გააჩნია, ფორმალური თუ არაფორმალური, ისინი შეძლებენ სესხის აღებას”, – აღნიშნულია სებ-ის განაცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g