LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხელფასი

101

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასი ყირგიზეთში აქვთ და ის თვეში 15 დოლარს შეადგენს.

რადიო „თავისუფლებამ“ ჩაატარა საკმაოდ საინტერესო კვლევა, რომელიც ყოფილი კომუნისტური ქვეყნების ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავს. საინტერესოა, რომ ამ მხრივ ყველაზე კარგი მდგომარეობა ესტონეთში აქვთ და იქ მინიმალური შემოსავალი 468 დოლარია. 400 დოლარიან ზღვარს სცილდება ასევე ლიტვისა და ლატვიის მინიმალური ხელფასიც.
სხვა ქვეყნების რეიტინგში კი ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბალია, მაგალითად, რუსეთში – 117 დოლარი, სომხეთში – 115, აზერბაიჯანში – 62 და უკრაინაში კი მხოლოდ 57 დოლარი.

რაც შეეხება საქართველოს, ის რეიტინგში საერთოდ ვერ მოხვდა. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ქვეყანას მინიმალური შემოსავლის რეგულაციები უბრალოდ არ აქვს და ქართველთა საშუალო ხელფასი 410 დოლარს უტოლდება.

საინტერესოა, რომ მინიმალური ხელფასი ბრიტანეთში 1583, ხოლო გერმანიაში კი 1280 დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები