LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენია ქართველების სასურველი ხელფასი, რაზეც მუშაობას დათანხმდებოდნენ

154
Salary-img-min

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობისთვის მისაღები ხელფასი საშუალოდ 719 ლარია.

უფრო დეტალურად, იმ გამოკითხულთა უმრავლესობა რომელთა ასაკი 18-34 წელია მინიმალურ ხელფასად, რაზეც მუშაობას დათანხმდებოდა 782 ლარს ასახელებს, 35-54 ასაკის რესპონდენტები 775 ლარს, 55+ ასაკის რესპონდენტები კი მინიმალურ ხელფასად 591 ლარს ასახელებენ.

საჭირო წამლის შეძენის საშუალება მოსახლეობის 50%-ს არ აქვს - NDI

მოსახლეობის 54%-მა მკურნალობა ფულის არ ქონის გამო გადადო

NDI-მ მინიმალური ხელფასის საკითხი გენდერულ ჭრილშიც გამოიკვლია. მონაცემების თანახმად, კაცებისთვის სასურველი მინიმალური ხელფასი საშუალოდ 823 ლარი, ქალებისთვის კი – 643 ლარია.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13- დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g