LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენია საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი – საქსტატის ახალი მონაცემები

103

2017 წლის დეკემბერში საარსებო მინიმუმი, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა და  შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 173,5 ლარი შეადგინა. 2017 წლის ნოემბერთან შედარებით ეს მაჩვენებელი 2,2 ლარით ნაკლებია.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, ამ შემთხვევაში, საარსებო მინიმუმი მკვეთრად გაზრდილია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის დეკემბერში საარსებო მინიმუმი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 161,6 ლარი იყო, შესაბამისად, 11,9-ლარით ნაკლები, ვიდრე 2017 წლის დეკემბეში.

საქსტატის ინფორმაციითვე, 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 153,7 ლარია, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი – 291 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები