LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე ცნობილმა ბრენდმა საქართველო დატოვა: მაღაზიები წინა სეზონის კოლექციით ვაჭრობენ

1268
shopping

რამდენიმე საერთაშორისო ბრენდმა ქართული ბაზარი დატოვა – ამის შესახებ საუბარია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიმოხილვაში, რომელშიც მესამე კვარტალში სავაჭრო და საოფისე სექტორების მდგომარეობაზეა ყურადღება გამახვილებული.

ამავე მიმოხილვიდან ვიგებთ, რომ საქართველოდან გასვლის გადაწყვეტილება შემდეგმა 3-მა ცნობილმა ბრენდა მიიღო: Yargici, Promod და Banana Republic. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზარზე რამდენიმე ახალი მოთამაშეც გამოჩნდა, მაგალითად: Ipekyol, რომელიც Retail Group Georgia- მ შემოიყვანა.

Cushman & Wakefield-ის მიმოხილვაში ხაზგასმულია ისიც, რომ ბაზარზე დარჩენილი ბრენდების დიდმა ნაწილმა კოლექციების განახლება ვერ შეძლო და ძირითადად, წინა სეზონის კოლექციით ვაჭრობდნენ.

მიმოხილვის თანახმად, სავაჭრო ცენტრებში არსებულ მაღაზიებზე მეტად დაზარალდნენ ქალაქის მთავარ ქუჩებზე არსებული ბუტიკები, რომელთა დიდი ნაწილიც დაიხურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები