უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, პოლიტოლოგი ვანო მაჭავარიანი გარდაცვლილი ქალიშვილის, მარიამ მაჭავარიანის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
ვანო მაჭავარიანი მოქალაქეებს მისი ოჯახის ტკივილის გაზიარებისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის:
„რამდენიმე დღეში შესრულდება ცხრა დღე, რაც მარიამმა ამქვეყნიურობა დატოვა. 27 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მდებარე ქაშუეთის ეკლესიაში, დღის 13:00 საათზე, მამა მიქაელი აღასრულებს ჩვენი უსაყვარლესი ქალიშვილის, მარიამის სულის მოსახსენიებელ წირვას. ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ, გთხოვთ შემოგვიერთდით მისი უკვდავი სულისთვის ჩვენს ლოცვებში.
მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს, ვინც ჩვენს გვერდით იყავით და გაიზიარეთ მარიამის ტრაგიკული გარდაცვალების გამო გამოწვეული ჩვენი უდიდესი მწუხარება და ტკივილი“, – წერს ვანო მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.
რამოდენიმე დღეში შესრულდება ცხრა დღე, რაც მარიამმა ამ ქვეყნიურობა დატოვა. 27 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მდებარე…
Posted by Vano Matchavariani on სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024