პოლიციამ რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ვატო ბჟალავა დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნათია ჩიქოვანი ავრცელებს და წერს:
„რამდენიმე წუთის წინ, აბაშიძეზე, გაიტაცეს ვატო ბჟალავა, თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს (!!!) სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალაში და ვეძებთ!!!!“ – წერს ნათია ჩიქოვანი.
📣📣📣 გვაქვს ვიდეო, სადაც გადასარევად ჩანს, რომ ვატო არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ, ჩვეულებრივი რაღაც ნისანით მოსულ ორ, გაურკვეველ ტიპს და უმშვიდესად ჯდება მანქანაში!!! დაკითხვისას, ორჯერ გაარტყეს სახეში და ფეხიც აქვს დაზიანებული აქვს. ცდილობდნენ მობილურის გახსნასაც და კოდი ვერ მოხსნეს! ———————— 📣📣 UPDATE: დაკავებულია 173-ე მუხლით (ადმინისტრაციულით) და სავარაუდოდ, გადაჰყავთ დიღომში. მეტი დეტალი ჯერ არ ვიცით. ვატოს მეგობრებო, რომლებიც ჩუმად ხართ, ახლაც არ ამოიღებთ ხმას??? ეს არის ადამიანების ტერორის და დაშინების სამარცხვინო მცდელობები, რომელ სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოზე გველაპარაკებიით?? რაზე გველაპარაკებით? —————— რამდენიმე წუთის წინ, აბაშიძეზე, გაიტაცეს Vato Bzhalava, თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს (!!!) სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალაში და ვეძებთ!!!!
Posted by Natia Chikovani on Thursday 12 December 2024