FlyOne Armenia-მ და Pegasus Airlines-მა სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტისგან ერევანი-სტამბოლი-ერევნის ჩარტერული ფრენების განხორციელებისთვის ნებართვა მიიღეს, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სომხური ავიაკომპანია Flyone Armenia ფრენის დაწყების ნებართვას თურქეთის საავიაციო ხელისუფლებისგან ელოდება.
შეგახსენებთ, 16 დეკემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა განიხილავდა როგორც თურქული, ასევე სომხური ავიახაზების წინადადებებს სტამბოლსა და ერევანს შორის ფრენების განხორციელებისთვის.
