LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენით აღემატება მამაკაცების საშუალო თვიური ხელფასი ქალების ხელფასს – საქსტატის 2021 წლის მონაცემები

73
ქალი კაცი ხელფასი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, საქართველოში 2021 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 055.5 ლარით, ხოლო კაცების – 1 537.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში – 10.8 პროცენტი, კაცებში – 9.2 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 291.4 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2020 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 9.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 9.6 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 117.2 და 1 408.7 ლარი შეადგინა,”- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1,191 ლარიდან 1,304 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

“2021 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 055.5 ლარით, ხოლო კაცების - 1 537.9 ლარით განისაზღვრა.

საქსტატმა დღესვე მედიანური ხელფასების ანგარიშიც გამოაქვეყნა. მედიანური ხელფასი ასახავს ხელფასს, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს. საქსტატის თანახმად, ამჟამად ქვეყანაში მედიანური ხელფასი 900 ლარს შეადგენს.

საქმიანობების სახეების მიხედვით, 2021 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 509 ლარი;
⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 386 ლარი;
⦁ ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 1298 ლარი;
⦁ მშენებლობა – 1 276 ლარი;
⦁ სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 1 273 ლარი.

“მომხმარებელთა მხრიდან ხელფასების სტატისტიკურ მონაცემებზე მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) იწყებს შრომის სტატისტიკის დამატებითი მაჩვენებლის, დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასის წარმოებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემების საფუძველზე. მისი გამოქვეყნება დაგეგმილია წლიური პერიოდულობით,” – ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g