ანალიტიკოსი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ალექსი [ბუკა] პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის, შოთიკო პეტრიაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
როგორც ბუკა პეტრიაშვილი წერს, ფილმმა, რომელშიც მისი შვილი მონაწილეობდა, რომის კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოური ფილმის პრიზი აიღო და ამავე ფესტივალზე შოთიკოს სახელობის პრიზი დაწესდა.
„მთელი ჩემი ცხოვრება კინოში გადაღება მინდოდა! შოთიკომ, ლადო ქავთარაძემ, ლუკა ხურცილავამ, ნინა ანდღულაძემ, დიმი საყვარელიძემ, გიოშა კუპრავამ, მიხო ხაჩიძემ და კამანდამ კიდევ ასეთი მაგარი რამე ჩაიდინეს. ლადოს ფილმმა ხომ საუკეთესო უცხოური ფილმის პრიზი აიღო რომის კინოფესტივალზე, ამ ფესტივალზე კი შოთიკოს სახელობის პრიზი დაწესდა!
რამდენჯერაც ვიკითხავ ჰაერში, სად ხარ შოთიი, იმდენჯერ ასე მეხმიანება: აგერ ვარ მამსონ შოთაევიჩ!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.
„ეს სიყვარულია კაცი როგორ მენატრება და მაკლია“ – ბუკა პეტრიაშვილი შვილის ცეკვის ვიდეოს გვიზიარებს
მთელი ჩემი ცხოვრება კინოში გადაღება მინდოდა! შოთიკომ, ლადო ქავთარაძემ, ლუკა ხურცილავამ, ნინა ანდღულაძემ, დიმი…
Posted by Buka Petriashvili on ხუთშაბათი, 08 მაისი, 2025
ცნობისათვის, ბუკა პეტრიაშვილის ვაჟი გასული წლის ოქტომბერში, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.