რამდენმა იტირეთ დღეს? – ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კანდიდატის სტატუსის მიღმა საქართველოს დარჩენას.
“რამდენმა იტირეთ დღეს? არაუშავს, დღეს ემოციები გვეპატიება, ხვალიდან ყოველი დღე წლის ბოლომდე არის თითოეული ჩვენგანის საბრძოლველი, ჩვენი მანდატის და შესაძლებლობების შესაბამისად. საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი წლის ბოლოს! სხვა გზა, სხვა ხსნა არ არსებობს!”, – წერს ომბუდსმენი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა.