LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენს ხარჯავენ ინგლისური კლუბები აგენტებზე

117

ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა წელიწადში აგენტებზე 185 მილიონი ევრო დახარჯეს.

ყველაზე კარგად ფეხბურთელების წარმომადგენლები ”ლივერპულმა” ”გამოკვება”. 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის სექტებრამდე ”ლივერპულმა” აგენტებს 20,3 მილიონი ევრო გადაუხადა.

სამეულში ასევე ”მანჩესტერ იუნაიტედი”(19,7 მლნ) და ”სიტი” (17,64 მლნ) შედიან. ყველაზე ცოტა, 2,27 მილიონი ”უოტფორდმა” დახარჯა.

აღნიშნული 12 თვის განმავლობაში პრემიერლიგის კლუბებში 172 ტრანსფერი და იჯარით გადასვლა განხორციელდა.

გასულ წელს ინგლისურმა კლუბებმა აგენტებზე 164 მილიონი ევრო დახარჯეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g