LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამე ჩიხში შესულიყო, ჯერ უნდა დაწყებულიყო. არაფერი დაწყებულა და რა უნდა შევიდეს ჩიხში?: გიორგი ვაშაძე ეროვნულ შეთანხმებაზე

66
გიორგი-ვაშაძე

„იმისთვის, რომ რამე ჩიხში შესულიყო, ჯერ უნდა დაწყებულიყო. არაფერი დაწყებულა და რა უნდა შევიდეს ჩიხში?“ – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ეროვნული შერიგების პროცესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ვაშაძე ყველას მოუწოდებს, კონკრეტულ თემებზე იმუშაონ, რაც ხალხს აწუხებს.

„იმისთვის, რომ რამე ჩიხში შესულიყო, ჯერ უნდა დაწყებულიყო. არაფერი დაწყებულა და რა უნდა შევიდეს ჩიხში? მგონია, რომ რეალობას აცდენილია ყველა საკითხი, რაზეც ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებითაა საუბარი. მოვუწოდებ ყველას, ვიმუშავოთ კონკრეტულ თემებზე, რაც ხალხს აწუხებს. მაგალითად, საპენსიო სესხის პროცენტის დაწევას მივაღწიეთ, ასევე ვისაუბროთ, სამუშაო ადგილები როგორ უნდა შევქმნათ, წამალი როგორ უნდა გავაიაფოთ. ეს უფრო მეტი ეფექტის მომტანი იქნება, ვიდრე გაუთავებელი საუბარი იმაზე, რაც არ არსებობს, რაც არც დაწყებულა და ვერც ჩიხში შევა, რადგან დაწყებული არ არის”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვიდეო: სალომე ზურაბიშვილი, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი – მზად ვარ შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ეროვნული თანხმობის პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება – ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემზეა და ამას ვიღებ სრულიად

ეროვნული თანხმობა უნდა ეფუძნებოდეს: 1- წარსული წყენის დავიწყებას და უკან მოტოვებას, 2 – დღეიდან, თამაშის ახალ წესებზე შეთანხმებას: სააკაშვილი

magti 5g