LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაქვიაშვილი: დიდი ხანია არ მესმის, რას აკეთებს “ლელო”, მიტინგზე არ მივიდნენ, რამდენიმე დღეში კი კოალიცია შექმნეს

39
1234w

პარლამენტში “გირჩის” დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კოალიცია თავისთავად ბევრ კითხვას აჩენს.

„ეს არ არის კოალიცია იდეებისა და მიზნების ირგვლივ. ეს არის გაერთიანება, რომ სხვადასხვა ადამიანებმა, სხვადასხვა ხედვით და მიზნებით ძალაუფლება მოიპოვონ. გასაგებია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იმისთვის იბრძვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოვიდეს.

მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე კი გამოდის, რომ სააკაშვილი ციხეში უნდა იყოს, რაკი ის დამნაშავეა და სასჯელს იხდის… არ ვიცი, ეს ყველაფერი შიგნით როგორ უნდა შეათანხმონ.

არ არის ცხადი იდეა, თუ რა მოხდება მას შემდეგ, თუკი თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებენ. დიდი ხანია არ მესმის, რას აკეთებს “ლელო”. ერთი მხრივ, ამბობდნენ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ მიტინგზე არ მივიდნენ, რამდენიმე დღეში კი კოალიცია შექმნეს” – განაცხადა რაქვიაშვილმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დედაქალაქის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g