LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას აცხადებენ მერიაში 60 და 60 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების დაფინანსებაზე

1022
უსათაურო დიზაინი (4)

თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში, საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ პროექტი საკრებულოს წარედგინა.

პროგრამის მიხედვით, ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირები.

ამავე ინიციატივით, მოსარგებლეებს ქვეპროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.

მოსარგებლეებს მომსახურების მიღება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში შეუძლიათ.

ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ თანახმად, თვეში დაფინანსდება არაუმეტეს 300 ადამიანი.

დეტალების გასარკვევად „ფორტუნა“ თბილისის მერიას დაუკავშირდა.

როგორც უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს, ეს იყო თბილისის მერის წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც აუცილებლად განხორციელდება. მერიაში აღნიშნავენ, რომ  პროგრამა მუშავდება და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას ახლო მომავალში მიაწვდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g