LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას აცხადებს სემ სმიტი წონის მკვეთრ კლებაზე

144

„გრემი 2016“-ის წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებით დიდი ყურადღება სემ სმიტმა მიიპყრო – ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ მომღერალმა საგრძნობლად დაიკლო წონაში. როგორც აღმოჩნდა, სმიტი 25 ზედმეტ კილოგრამს შეელია და რადიკალურად შეიცვალა. ბუნებრივია, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო.

„უბრალოდ აღარ ვჭამ ღორივით – სულ ეს არის, რასაც ვაკეთებ“, – განაცხადა სმიტმა. „ეს ძალიან, ძალიან რთულია. მიყვარს გემრიელი საჭმელი, ასე რომ, ეს მუდმივი ბრძოლაა და ყოველთვის ასე იქნება, მაგრამ რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები