მადონა მორიგ სკანდალში გაეხვა – მთელი მსოფლიო განიხილავდა მის საქციელს კონცერტზე, ბრისბენში, როდესაც ვარსკვლავმა 17 წლის თაყვანისმცემელი გოგონა სცენაზე აიყვანა და მკერდი გაუშიშვლა.
თუმცა, თავად გოგონა, ჯოზეფინ გეორგიუ მომხდარის გამო ძალიან ბედნიერია. ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბრისას გოგონამ აღნიშნა, რომ მადონას კონცერტი მას სამუდამოდ დამახსოვრდება.
„ჩემი გადასაწყვეტია, ვიგრძენი თუ არა თავი დამცირებულად. და საერთოდაც, რატომ უნდა მეგრძნო? იმიტომ, რომ ვიღაცამ დაინახა ჩემი მკერდი, ჩემი სხეული?“ – ამბობს გეორგიუ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა მადონას მომხდარის გამო უჩივლოს, გოგონა პასუხობს :
„რატომ უნდა ვუჩივლო მადონას? ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღე იყო. მთელი იმ დროის მანძილზე, რაც მე სცენაზე ვიდექი, მადონა მეუბნებოდა, რომ Victoria’s Secret-ის მოდელს ვგავარ.“


