LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობს სოციალურ ქსელის ავატარი თქვენზე?

108

პროფესიონალი ფსიქოლოგების აზრით, სოციალურ მედიას ადამიანზე ბევრი რამის თქმა შეუძლია და ამისთვის არ არის აუცილებელი პროფილში ინფორმაციის მითითება ან სტატუსების ხშირი წერა. გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს მთავარ ფოტოს, ე.წ. ავატარს. ფსიქოლოგების ჯგუფმა სწორედ ეს მოვლენა შეისწავლა და დაადგინა, რომ ავატარის მიხედვით ადამიანები რამდენიმე კატეგორიებად იყოფიან:

 

ექსტრავერტები

როგორც წესი, მთავარზე ყველაზე მკაფიო ფოტოს აყენებენ. მასზე ის უფრო ახალგაზრდულად და კარგად გამოიყურებიან, ვიდრე სინამდვილეში, ამასთან, ის არა მარტო, არამედ მეგობრების გარემოცვაშია.

 

ნევროტიკი

მარტივი, მუქი გამოსახულება, სადაც სახე ახლოდან არის ნაჩვენები, ნევროტიკის ნიშანია. ასეთი ადამიანები მცირე დეტალებსაც განიცდიან, ეჭვიანები არიან და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ხშირად ეპარებათ.

 

დისციპლინა

ლოგიკა, კეთილსინდისიერება და თვითდისციპლინა ფოტოდან კარგად ჩანს. ავატარი ბუნებრივი და მკაფიოა: ასეთი ადამიანები ირჩევენ ფოტოებს, სადაც ასაკზე მეტად გამოიყურებიან.

 

ნარცისიზმი

ნარცისიზმით უმეტესწილად ქალები არიან მიდრეკილები. როგორც წესი, ავატარზე სხეულის კონკრეტული დეტალია ნაჩვენები – რომელიც, ფოტოს მეპატრონის აზრით, ყველაზე ლამაზი აქვს.

 

ღიაობა

ასეთ ადამიანებს დასამალი არაფერი აქვთ. არიან ცნობისმოყვარეები და უყვართ მოგზაურობა. როგორც წესი, ასეთი ადამიანები ყველაზე დიდ ყურადღებას ფოტოს ხარისხს აქცევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები