სესხების გალარების პროგრამა ჩავარდა. ამის სესახებ დღევანდელი „რეზონანსი“ წერს. სტატიაში წერია, რომ პროგრამით 27 000 ადამიანს უნდა ესარგებლა, მაგრამ მხოლოდ 2 300 მოქალაქემ მიმართა სესხის გალარების პროგრამას, რაც 8,5% – ეს კი სპეციალისტების შეფასებით პროგრამის ჩავარდნას ნიშნავს.
ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე კი მოქალაქეები ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ელოდებიან და ევროპაში სამუშაოდ წასასვლელად ემზადებიან. ამის შესახებაც დღევანდელი „ბიზნეს-რეზონანსი“ წერს.