LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას არ ურჩევენ ბიჭის მშობლებს საქართველოში ექიმები

1533

ლელა ზანგურაშვილი, ექიმი-პედიატრი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ის აღნიშნავს, რომ უკვე მესამედ უყვებიან ბიჭის მშობლები, როგორ არ ურჩიეს ექიმებმა სიცხის დროს რექტალური სანთლის გამოყენება.

ის წერს:

„მეგობრებო, როგორც სერთიფიცირებული ექიმი-პედიატრი, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ბავშვისთვის სიცხის დასაწევად რექტალური (ადამიანურ ენაზე – ტაკოში გასაკეთებელი) სანთლის გამოყენება არ ახდენს გავლენას მის სექსუალურ ორიენტაციაზე.

განმარტებისთვის: ამ კვირაში უკვე მესამედ მიყვება სხვადასხვა პაციენტის მშობელი, რომ ექიმი (!!!) სანთლის თემაზე შეკითხვას ასე პასუხობს – “ბიჭია მაინც და არ გირჩევთ…”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g