თითოეულ ადამიანს აქვს საყვარელი და ამოჩემებული საკვები. მაგალითად, სუპერმოდელმა ჟიზელ ბუნდჰენმა ერთხელ აღიარა, რომ ხშირად არღვევს დიეტას და სწრაფი კვების ობიექტებს მიმართავს ან საყვარელ პიცას ჭამს.
ცნობილ პოლიტიკოსებშიც არსებობენ ისეთები, რომლებსაც ამოჩემებული გასტრონომიული მოთხოვნილებები აქვთ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
ანგელა მერკელი
გერმანიის კანცლერს ძალიან უყვარს, როდესაც თავად ამზადებს, ეს ჰობი მას ახალგაზრდობიდან მოყოლებული აქვს. თავის საფირმო საკვებად ის თევზს მიიჩნევს, კერძოდ კი მის წვნიანს.
რაც შეეხება საყვარელ საკვებს – ეს არის საქონლის ძეხვი კომბოსტოთი. მისი პირადი შეფ-მზარეული ამტკიცებს, რომ მერკელს ძალიან უყვარს ყველის ასორტიც. რაც შეეხება სასმელს, როგორც ჭეშმარიტ გერმანელს, ანგელა მერკელი ლუდს სვამს.
კიმ ჩენ ინი
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის საყვარელი პროდუქტია ყველი. სწორედ მისი გადამეტებული სიყვარულის გამო მომიმატა კიმ ჩენ ინმა ბოლო დროს წონაში. ცნობილი ფაქტია, რომ 14 წლის ასაკში კიმს შეეძლო მთელი ბოთლი არყის დალევა, მოგვიანებით კი ის საკეზე გადავიდა.
დონალდ ტრამპი
ამერიკის 45-ე პრეზიდენტს ხშირად უთქვამს, რომ თავს არაფერში იზღუდავს და ჭამს ყველაფერს, რაც უნდა. „მიყვარს სტეიკიც, ჰამბურგერებიც, პასტაც და კარტოფილი ფრიც – ყველაფერი ის, რაც არ უნდა მივირთვათ, ასევე თავს ვერ ვიკავებ ბეკონისა და შემწვარი კვერცხის წინაშეც“, – აცხადებს ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტის ფავორიტებს შორის არის ასევე ვანილის ნაყინი ალუბლით.
ფრანსუა ოლანდი
საფრანგეთის პრეზიდენტის გემოვნების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ ის შოკოლადისა და ღვინის ექსპერტია.
ბარაკ ობამა
როგორც ნამდვილ ამერიკელს, მასაც ძალიან უყვარს ფასტფუდი, ასევე პროტეინის ბატონები, რძიანი შოკოლადი, შემწვარი არაქისი და ბოსტნეული. ობამა ჭამს მაიონეზსაც და ჩიფსებსაც, ხოლო გაზიან სასმელს ის უპირატესობას წყალს ან ჩაის ანიჭებს.
რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელს, ამ მხრივ ლუდი უკონკურენტოა. 2012 წელს, თეთრი სახლის ტერიტორიაზე მან მინი-ქარხანაც მოაწყო, რომელიც საფირმო სასმელს აწარმოებდა.




