ევროსპორტმა საინტერესო მასალა გამოაქვეყნა. სხვადასხვა წლებში ცნობილმა ფეხბურთელებმა რა საჩუქრები მიუძღვნეს ოჯახის წევრებს, თანაგუნდელებს თუ სხვებს. ვნახოთ აბა რას მიაგნეს ჩვენმა კოლეგებმა.
რა აჩუქა დევიდ ბექჰემმა ცოლს 2004 წელს?
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პლატინის ფალოიმიტატორი, რომლის ფასი 1.8 მლნ დოლარი იყო.
და რა აჩუქა ბექჰემმა ვაჟს რომეოს 13 წლის დაბადების დღეზე?
ლონდონის „არსენალის“ მაისურა, რომელიც აუქციონზე 13.5 ათას ევროდ შეიძინა. რატომ „არსენალის“ და არა „მანჩესტერის“ ან „რეალის“? – იმიტომ, რომ ბიჭი ლონდონელთა აკადემიაში ვარჯიშობს.
რა აჩუქა ოლივიე კაპომ მოზარდ გულშემატკივარს, რომელმაც მაისურა თხოვა?
არც მეტი, არც ნაკლები, „ბირმინგემის“ 20 წლის ფანს შეხვდა „მერსედეს S320”, რომლის ფასი დაახლოებით 79 ათასი ევრო იყო.
ლეო მესიმ რონალდინიოსთვის უჩვეულო საჩუქარი გააკეთა – ეს იყო „ბარსელონას“ მაისურა მესის ავტოგრაფით.
რა საჩუქარი გაუკეთა მოურინიომ „ჩელსის“ სათადარიგო ფეხბურთელებს?
ტელევიზორი. ეს მოხდა ლიგის თასზე „სუინდონის“ წინააღმდეგ, როდესაც განსაკუთრებულმა „სამსუნგის“ ტელევიზორები გადასცა შიურლეს და რამირესს.
რა აჩუქა დიდიე დროგბამ თანაგუნდელებს „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების აღსანიშნავად?
დროგბამ ძვირადღირებული ბეჭდები დაარიგა და საიუველირო ნაწარმზე 1 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა.