LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას და რამდენით აფინანსებდა ევროკავშირი საქართველოში – ევროკავშირის წარმომადგენლობა 2019-2024 წლების მონაცემებს აქვეყნებს

147
ევროკავშირი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, 2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს 11-ჯერ აღემატება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ ავრცელებენ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ევროკავშირის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი 46.1 მილიონი ევროს 2/3-ზე მეტი განკუთვნილია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უშუალოდ მოსახლეობას უწევენ მომსახურებასა და დახმარებას.

„ევროკომისიის მონაცემების ბოლო ანალიზის საფუძველზე, 2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა – 46.1 მილიონ ევროა.

ევროკავშირის 46.1 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ 47 პროექტს:

  • ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა: 8.6 მილიონი ევრო;
  • დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია: 8 მილიონი ევრო;
  • ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება: 7.9 მილიონი ევრო;
  • უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა: 4.9 მილიონი ევრო;
  • კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები: 4.6 მილიონი ევრო;
  • ნდობის აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის: 4 მილიონი ევრო;
  • დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება: 3.9 მილიონი ევრო;
  • გარემოს დაცვა და კლიმატი: 2 მილიონი ევრო;
  • საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა: 1.2 მილიონი ევრო;
  • იურიდიული და სასამართლო სისტემა: 1 მილიონი ევრო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, 2019-2024 წლებში ევროკავშირისგან მიღებული 46.1 მილიონი ევროს ორ მესამედზე მეტი განკუთვნილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, პროფესიული განათლება, მეწარმეობა, სოციალური სერვისები, ახალგაზრდების ჩართულობა და თემის განვითარება, კულტურის სფერო, გარემოს დაცვის ღონისძიებების გატარება.

„დაფინანსების ერთი მესამედი განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ, ხელს უწყობენ და თანამშრომლობენ სამთავრობო უწყებებთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ევროკავშირის სტანდარტების მიღება, გენდერული თანასწორობა და დეცენტრალიზაცია.

საქართველოში ევროკავშირის დახმარების (2019 2024 წწ.) უმსხვილეს 10 ბენეფიციარს შორის შემდეგი სამთავრობო ინსტიტუტებია:

  • 111,55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი თვითმმართველობები;
  • 101,40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო;
  • 62,75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო;
  • 57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტოები;
  • 5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
  • 25,07 მილიონი ევრო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სააგენტოები;
  • 19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია;
  • 12,85 მილიონი ევრო – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
  • 10,5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • 4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია“, – წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაველ ჰერჩინსკი: „30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, გაყინულია, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იქნება სხვა ნაბიჯებიც“

ირაკლი ჩიქოვანი: „აშშ-ს და EU-ს გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერებაზე – დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა – დარწმუნებულები ვართ, მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება“

„ამ 30 მილიონით ჩვენს ქვეყანას დააჩოქებთ? ძალიან ცდებით, ბატონო ჰერჩინსკი… 30 მილიონი ჩვენმა ერთმა ღირსეულმა მოქალაქემ ფეხბურთელებს აჩუქა…“ – ზარქუა ევროკავშირის ელჩს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g