Google-მა 2024 წელი შეაჯამა და დაასახელა ის საძიებო მოთხოვნები, რომლითაც ყველაზე ხშირად ინტერესდებოდნენ. ტექნო-გიგანტმა საძიებო მოთხოვნები კატეგორიებად დაყო და მათ შორის მოხვდა: ახალი ამბები, არტისტები, ფილმები, თამაშები, გართობა, სპორტი და სხვა. შესაბამისი ინფორმაცია Google-ის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.
ახალი ამბების კატეგორიაში ყველაზე ხშირად აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებით ინტერესდებოდნენ. ხშირად „გუგლავდნენ“ ასევე ოლიმპიადას და ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებულ მოვლენებს.
დონალდ ტრამპი ცნობილი სახეების კატეგორიაშიც ლიდერობს. მეორე ადგილს – კეიტ მიდლტონი და მესამეს კამალა ჰარისი იკავებს.
ფილმებს შორის პირველ ადგილს მულტფილმი Inside Out 2 იკავებს, მეორეა – „დედპული“.
მუსიკოსებს შორის ყველაზე დიდი ინტერესი, როგორც მოსალოდნელი იყო შონ კომბსიმ ანუ პაფ დიდიმ გამოიწვია.