LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რას ემსახურება პრეზიდენტის ბულინგი?” – სალომე ზურაბიშვილი პირადად აკეთებს განმარტებას

149
60977331-4139228052761340-6167270589753982976-o

საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელიც როგორც ადმინისტრაციაში განმარტეს, არის კიდევ ერთხელ დამახინჯებული და კონტექსტიდან ამოვარდნილი და შესაბამისად არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა, საკუთარი შეფასება გააკეთა თავად სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა ფეისბუქ გვერდზე ვრცელი განმარტება დაწერა და აღნიშნა, რომ ვრცელდება დამახინჯებული და გროტესკულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი სიტყვები, ცილისმწამებლური შეფასებებითა და ინტერპრეტაციებით.

პრეზიდენტი: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება

“იმის მაგივრად, რომ საქმეზე ორიენტირებული კომენტარები ან თუნდაც კრიტიკა ისმოდეს, ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა (არაფერი, რომ ვთქვათ მის ჩაცმაზე, გადაადგილებაზე, თუ “ლობიოს ჭამაზე”) ხდება საქილიკო. ვრცელდება დამახინჯებული და გროტესკულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი სიტყვები, ცილისმწამებლური შეფასებებით და ინტერპრეტაციებით.
რაზედაც შემდეგ ითხოვენ პრეზიდენტისგან განმარტებას და ასევე სთხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარის გაკეთებას არასწორედ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რათა შეიქმნას განცდა დაშორების თუ დაპირისპირების. ამითი უნდათ გააჩინონ საზოგადოებაში გაუგებრობა და უნდობლობა”, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

ბულინგია პრეზიდენტზე – ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

სალომე ზურაბიშვილისთვის გაუგებარია ვის აწყობს მსგავსი სახის “სკანდალი”, რომელიც უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება.

“ვის აწყობს, პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება? ხან მისი და პოლიციის, ხან მისი და თავდაცვის ძალების ან კიდევ მასსა და მმართველ გუნდს შორის ბზარის გაჩენა. მცდელობაა ასევე, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა მითუმეტეს, რომელიც ეხება ეროვნული ფასეულობების დაცვა-გაძლიერებას, იყოს იგნორირებული, დაკნინებული, დამახინჯებული, და გადაფარული ახალი “სკანდალით”. გუშინდელი მეტად მნიშვნელოვანი წამოწყება მოიცავდა ყველა იმ უწყებების/ინსტიტუტების შეკრებას, რომლებიც საქართველოს და კავკასიის შესწავლას ემსახურებიან, სწორედ ამ ღონისძიებაზე დაარსდა მათი ერთიანი საკოორდინაციო ცენტრი და ეს ნამდვილად არის ეროვნული საქმე. ასეთი წამოწყების მიზანია, რომ ჩვენს მეცნიერებას და კულტურას კიდევ უფრო მეტად “გავუშალოთ ფრთები”(რაზედაც ალბათ ვიღაც დაწერს, რომ ავიაციას ვებრძვი) რათა მსოფლიოში ჩვენ თვითონ გავიტანოთ სწორი და სრული ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მიღწევების შესახებ. დღეს ჩვენ თუ კი გვესმის დღევანდელი მსოფლიოს გამოწვევები და რბილი ძალების შეტაკება, უნდა გვესმოდეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული იდეოლოგიის გაძლიერება, რაც თავისთავად ჩვენი სტრატეგიული მიზანიც უნდა იყოს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g