LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულინგია პრეზიდენტზე – ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

132
61477186-4139230809427731-4379820933347540992-o

საქართველოს პრეზიდენტი თავისი სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა, რომელსაც ხშირად ხელისუფლება ხელს აფარებდა და შექმნილი სიტუაციიდან იოლად გამოჰყავდა. შემთხვევა განსხვავებული აღმოჩნდა დღეს, როდესაც თვითონ მმართველი პარტიის მხრიდან დაიმსახურა უარყოფითი შეფასებები. საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი.”

პრეზიდენტი: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება

არის თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ბულინგის მსხვერპლი, ამაზე საზოგადოება კიდევ დიდხანს იმსჯელებს, დღეს დილიდან კი როგორც კი მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მხრიდან მწარე შეფასებები დაიდო, სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით  განმარტება გააკეთა.

“ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან” – ღარიბაშვილი ზურაბიშვილს პასუხობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.

„პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები