LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რას ჰქვია ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? მეცინება უბრალოდ..” – რას პასუხობს მეუფე იაკობი გოგაშვილის მეუღლეს?

870
BeFunky-collage (11)

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უარყოფს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გოგაშვილთნ მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაციის შესახებ ისაუბრა.

„შეხვედრები მქონდა ხოლმე, მაგრამ 4-5 თვეზე მეტხანს შეხვედრა კი არა სატელეფონო ურთიერთობაც არ მქონია. მეცინება უბრალოდ, ისეთ რამეზეა საუბარი. რას ჰქვია ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? ასეთ სისულელეზე არასოდეს მისაუბრია. უბრალოდ მძიმე სიტუაციაშია ოჯახი, ვერ ვხვდები რა ხდება, მაგრამ ჩემსა და მას შორის ოჯახის ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა, რომლის კომენტარსაც „იმედი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლემ თეა მარტყოფლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „4-5 თვის წინ, მეუფე იაკობი იყო მოსული და მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო“.

„მეუფე იაკობი ხომ მორწმუნეა, დადოს ბიბლიაზე ხელი, ან პატრიარქთან მივიდეთ და დაიფიცოს, თუ მე ვტყუი“,- აღნიშნავს გოგაშვილის მეუღლე.

იხილეთ ვრცლად:

ვიდეო – მეუფე იაკობმა ჩემს მეუღლეს უთხრა, იგეგმებოდა შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაციაო…ეს მოდის ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ივანიშვილისგანო: სოსო გოგაშვილის ცოლი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g