LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო – მეუფე იაკობმა ჩემს მეუღლეს უთხრა, იგეგმებოდა შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაციაო…ეს მოდის ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ივანიშვილისგანო: სოსო გოგაშვილის ცოლი

1045
თეა მარტყოფლიშვილი - გოგაშვილის ცოლი

„მეუფე იაკობმა ჩემს მეუღლეს უთხრა, იგეგმებოდა შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაციაო“, – აღნიშნული განცხადება სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მეუღლემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი განმარტებით, ამ საქმეში ჩართული იყვნენ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი.

სოსო გოგაშვილი 2012 წელს იყო სოციალურად დაუცველი, დღეს მულტი მილიონერია…მისი გავრცელებულია ჩემს წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის დამონტაჟებული ვიდეო მასალები: ოთო აბესაძე

4-5 თვის წინ, ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი იყო ჩვენთან მოსული. მაშინ ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდაო. ეს მოდის ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ივანიშვილისგანო. ეს სამი გვარი დაასახელა. ეხლა მე ვრწმუნდები, ნამდვილად. ის ვერ მოხერხდა, რომ ჩავეცხრილეთ, მაგრამ რაც წუხელ მოხდა, ის იყო ჩემთვის ლიკვიდაცია…” ამბობს მარტყოფლიშვილი.

მისი თქმით, მის ქმარს იარაღი ჩაუდეს და მის დასაკავებლად ძალა გამოიყენეს, რის შედეგადაც გოგაშვილს დაზიანებები აქვს:

ღამბაშიძე ნაძირალა, პირობას ვდებ, ან მე ვიქნები ან ღამბაშიძე, წიხლი დაარტყა ბეჭზე, აქ დაზიანება, სუნთქვის დროს ძალიან უჭირს და მარჯვენა ლოყა გასიებული. დავიფიცებ, რომ ლეიბის ქვეშ ამოუდეს იარაღი. მაჩალიკაშვილს კი არ სდომებია ჩვენი ლიკვიდაცია, სდომებია ამ მთავრობას- ღარიბაშვილს, ივანიშვილს, გომელაურს…” ამბობს მარტყოფლიშვილი.

ამავე თემაზე:

სოსო გოგაშვილი დააკავეს

დიპლომატებს აქვთ ყველა ის მასალა, რის გასაჯაროებასაც მამაჩემი აპირებდა: ნიკოლოზ გოგაშვილი

ვიდეო: პოლიციამ გაჩხრიკა ბინები, რომელშიც სოსო გოგაშვილის შვილები ცხოვრობენ

ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დავალებით შევარდნენ ჩემს სახლში, შეაშინეს ჩემი 10 წლის ძმა…ვნახულობ დედაჩემის ვიდეოს, როგორ ყვირის რომ არ ესროლონ…პასუხს აგებთ! – რას წერს სოსო გოგაშვილის შვილი?

მალხაზ მაჩალიკაშვილს მიაჩნია, რომ სოსო გოგაშვილმა სასჯელი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უნდა მოიხადოს

სოსო გოგაშვილმა პასუხი უნდა აგოს თემირლანის მკვლელობისთვის, ციანიდის საქმის შეკერვისთვის – ჩემი ძმის წამებისთვის: თორნიკე მამალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები