LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ითვალისწინებს პროგრამა „კარდაკარ” შინაური ცხოველების კეთილდღეობისთვის – სახალხო პლატფორმა

444
გიორგი კობიაშვილი

შინაური ცხოველების შესახებ კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. კანონის თანახმად, იზრდება ვალდებულება-პასუხისმგებლობები მეპატრონეების მიმართ. რას ითვალისწინებს პროგრამა „კარდაკარ” შინაური ცხოველების კეთილდღეობისთვის – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა”ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა ისაუბრა.

რას გულისხმობს პროგრამა „კარდაკარ“ შინაური ცხოველების კეთილდღეობისთვის?

პროგრამის ფარგლებში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟები პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობებს ამოწმებენ.

შინაური ცხოველის პატრონი ვალდებულია:

  • იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და მის კეთილდღეობაზე!
  • უზრუნველყოს ცხოველის სათანადო კვება და დაწყურვება!
  • ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება!
  • ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა!
  • სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა;
  • უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია!
  • უზრუნველყოს საკუთრებაში არსებული ნარევი (მეტისი) ჯიშის ცხოველის გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა (სტერილიზაცია-კასტრაცია).

რა შეზღუდვები აქვს მეპატრონეს?

დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ ან მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება.

აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g