23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეა. აღინიშნება 1996 წლიდან. ეს დღე დაწესდა 1995 წლის 15 ნოემბერს იუნესკოს 28-ე სესიაზე.
გადაწყვეტილება მიიღეს კულტურული ტრადიციების განვითარებისთვის, რადგან წიგნი მიიჩნევა ცოდნის გავრცელების ყველაზე მნიშვნელოვან და შენარჩუნების ყველაზე საიმედო საშუალებად.
23 აპრილს გარდაიცვალნენ მიგელ დე სერვანტესი და უილიამ შექსპირი. სწორედ მათ პატივსაცემად დაწესდა 23 აპრილს წიგნის დღე.
ამ დღესთან დაკავშირებით „ფორტუნაში“ თანამშრომლებს შორის ჩავატარეთ მინიგამოკითხვა. დაისვა მხოლოდ ორი კითხვა: რომელია საყვარელი წიგნი და რა წაიკითხე ბოლოს?
რა შედეგები მივიღეთ, ქვემოთ გაეცნობით. საინტერესოა, რომ გარკვეული დამთხვევები მოხდა. მაგალითად, „ფორტუნელებს“ შორის პოპულარული ყოფილა ერიხ მარია რემარკი, ჯორჯ ორუელი, დოსტოევსკი, „ყვავილები ელჯერნონისთვის“ და, რა თქმა უნდა, ქართველი კლასიკოსები და მათი შედევრები.
ნატა ხარაშვილი – „ფორტუნას“ პროგრამების მენეჯერი
საყვარელი წიგნი:
„ჯადოსნური მთა“ (თომას მანი)
„ნასესხები სიცოცხლე“ (ერიხ მარია რემარკი)
ბოლოს წაკითხული:
„ჰილჰაუსის მოჩვენება“ (შირლი ჯექსონი)
–
გიორგი მშვენიერაძე – „არ დაიდარდოს“ პროგრამების მენეჯერი
საყვარელი წიგნი:
„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (ნოდარ დუმბაძე)
ბოლოს წაკითხული:
„ეშმაკი ატარებს პრადას“ (ლორენ ვეისბერგერი)
–
გიორგი ცხვედიანი – მარკეტინგის სპეციალისტი, ანალიტიკოსი
საყვარელი წიგნი:
„იდიოტი“ (ფიოდორ დოსტოევსკი)
„1984“ (ჯორჯ ორუელი)
ბოლოს წაკითხული:
inner engineering (შინაგანი ინჟინერია) – სადგურუ
–
ვახტანგ დარასელია – ახალი ამბების სამსახურის უფროსი
საყვარელი წიგნი:
„საბრალონი“ (ვიქტორ ჰიუგო)
შექსპირი (ზოგადად)
ბოლოს წაკითხული:
„სიცოცხლის ნაპერწკალი“ (ერიხ მარია რემარკი)
–
თამარ ქირია – ჟურნალისტი
საყვარელი წიგნი:
„ქარწაღებულნი“ (მარგარეტ მიტჩელი)
„ბიძია თომას ქოხი“ (ჰარიეტ ბიჩერ სტოუ)
„გრაფი მონტე კრისტო“ (ალექსანდრე დიუმა)
ბოლოს წაკითხული:
„იდიოტი“ (ფიოდორ დოსტოევსკი)
–
მარი მელიქიშვილი – ბიზნეს ნიუსის წამყვანი და ჟურნალისტი
საყვარელი წიგნი:
“დავით აღმაშენებელი” (კონსტანტინე გამსახურდია)
“კაცი, რომელიც იცინის” (ვიქტორ ჰიუგო)
ბოლოს წაკითხული:
„სუნამო“ (პატრიკ ზიუსკინდი)
–
სოფო ნამორაძე – საინფორმაციო გამოშვების წამყვანი
საყვარელი წიგნი:
“მარტოობის 100 წელიწადი” (გაბრიელ გარსია მარკესი)
ბოლოს წაკითხული:
“შავი ჭირი” (ალბერ კამიუ)
–
მაია მამულაშვილი – საინფორმაციო გამოშვების წამყვანი
საყვარელი წიგნი:
„ყვავილები ელჯერნონისთვის“ (დენიელ კიზი)
„ბილი მილიგანის მრავალი გონება“ (დენიელ კიზი)
ბოლოს წაკითხული:
„შენ შემდეგ“ (ჯოჯო მოიესი)
–
დედიკა კალატოზი – საინფორმაციო გამოშვების წამყვანი
საყვარელი წიგნი:
„დაკარგული დროის ძიებაში“ (მარსელ პრუსტი)
„ძმები კარამაზოვები“ (ფიოდორ დოსტოევსკი)
ბოლოს წაკითხული:
„ყვავილები ელჯერნონისთვის“ (დენიელ კიზი)
–
ლიკა შამათავა – ჟურნალისტი
საყვარელი წიგნი:
„ლაშარელა“ (გრიგოლ აბაშიძე)
ბოლოს წაკითხული:
„ბრმად ყოფილი და…“ (გურამ დოჩანაშვილი)
–
ნატა კალანდაძე – ჟურნალისტი
საყვარელი წიგნი:
„სამი მეგობარი“ (ერიხ მარია რემარკი)
ბოლოს წაკითხული:
„არტემიუ კრუსის სიკვდილი“ (კარლოს ფუენტესი)
–
მერი კობიაშვილი – ჟურნალისტი
საყვარელი წიგნი:
„ვეფხისტყაოსანი“ (შოთა რუსთაველი)
„სტუმარ მასპინძელი“ (ვაჟა ფშაველა)
„დანაშაული და სასჯელი“ (ფიოდორ დოსტოევსკი)
ბოლოს წაკითხული:
„1984“ (ჯორჯ ორუელი)
ორიგინალური წიგნი-სკოლა ზუგდიდში