LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას მიიჩნევს ნინო მუმლაძე თავის მთავარ მარცხად: „სერიალის როლებმა, მომატებულმა კილოგრამებმა და შტამპებმა ისე წარმართა ჩემი პროფესია, რომ თავი ვერ დავიმკვიდრე, როგორც კარგმა დრამატულმა მსახიობმა…“

214
ნინო მუმლაძე

მსახიობი ნინო მუმლაძე ჟურნალ „თბილისელებს“ თავისი მარცხის შესახებ უყვება:

„მარცხს რაც შეეხება, პატარ-პატარა მარცხი შეიძლება, ყოველდღე განიცადო, მაგრამ მთავარი მარცხი ალბათ ისაა, რომ ვერ დავიმკვიდრე თავი, როგორც დრამატულმა მსახიობმა. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მეუბნებოდა პედაგოგი, რომ ამის მონაცემები მქონდა, სერიალის როლებმა, მომატებულმა კილოგრამებმა და შტამპებმა ისე წარმართა ჩემი პროფესია, რომ თეატრსა და ქართული მხატვრული ფილმის არეალში, თავი ვერ დავიმკვიდრე, როგორც კარგმა დრამატულმა მსახიობმა. ეს მიმაჩნია ჩემს მთავარ მარცხად. ვასოცირდები სერიალებთან, კომიკურ როლებთან. ჩემდა სამწუხაროდ, ასე აღმიქვამენ რეჟისორები. განა არ მომწონს სერიალის მსახიობობა, სათაკილო ნამდვილად არაფერია ამაში, მაგრამ ეს კიდევ სხვა არის….“

ნინო მუმლაძე: „თუ ვინმე 30 წლის ასაკს გადასცდა და ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება ვერ შედგა, არ აქვს იმედი, რომ დაოჯახდება და შვილს გააჩენს, გული არ გაიტეხოს… ახლა ვხვდები, რომ ძალიან კარგია, ადრეულ ასაკში რომ არ შევქმენი ოჯახი…“

ნინო მუმლაძე: „დედობა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g