ცნობილი მსახიობი დათო დარჩია ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ სინამდვილეში ძალიან უნდოდა მუსიკოსობა და ამას 50 წლის ასაკში მიხვდა:
„50 წლის ასაკში მივხვდი, რომ თავიდანვე მუსიკა უნდა მესწავლა, ეს უფრო ჩემი იყო, ასე ვგრძნობ. არასდროს თქვა არასდროს. მთავარია, მონდომება და ნიჭიც, მარტო მინდა არ არის საკმარისი, თუ ნიჭი არ დაგყვება. მე მგონია, რომ ძალიან მუსიკალური ვარ, ასპროცენტიანი სმენა მაქვს. თუ ისე გამომივიდა, რომ მეგობრების ჯგუფებთან დავუკარი, უკვე ძალიან მაგარი იქნება. მსახიობობით მსოფლიომ ვერ გამიცნო, მაგრამ დრამს რომ ვისწავლი, მსოფლიოს გავაცნობ თავს(იცინის).