საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის გზაზე საქართველო აღებულ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს და „ახლა ჯერი ევროპაზეა“, პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ეხმიანება.
მისი თქმით, საქართველომ უნდა დაარწმუნოს ევროკავშირი, რომ წევრობის კანდიდატი გახდეს. უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების აროგანტობამ და ზემოდან ყურებამ ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა.
„ჩვენ გვაქვს მოსაპოვებელი და სათხოვარი, რომ ევროკავშირო, დაგვინახეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ თქვენთან ერთად 28-ე წევრად გადაწყვეტილების მიღების მაგიდასთან. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ეს თუ ისინი უნდა შეგვეხვეწონ?!
„ოცნება“ ათას ტრიუკს მიმართავს რომ პრობლემებისგან თავი დაიძვრინოს. ქართველი ხალხის ემოციურ და პატრიოტულ გრძნობებზე აპელირებს, რა გვაქვს შესახვეწი, თუ არ ვჭირდებით, ნუ მიგვიღებენო. ამან დიდად დაგვწია უკან. წინა ხელისუფლების ლიდერებსაც ეგონათ, რომ გააოცებდნენ დემოკრატიით და სხვები უნდა შეგვხვეწოდნენ. საქმეს საქმიანად მივუდგეთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პრემიერი: რომ არა ჩვენი მთავრობა, არათუ ევროკავშირი, ძალიან რთულ პირობებში ვიქნებოდით