LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რას ნიშნავს პირადობებს ართმევენ? თუკი რაიმე სადმე არსებობს ასეთი ფაქტი, ეს ვერ დაიმალება და რასაკვირველია, შესაბამისი რეაგირება ექნება ამას“ – გიორგი ვოლსკი

135
გიორგი ვოლსკი (1)

კონკრეტული მტკიცებულებები არ იქნება. გახსოვთ, რომ წინა არჩევნებზე ჩვენ კონკრეტული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაც შევქმენით, მაგრამ მაშინ, რადიკალურმა ოპოზიციამ არ მიიღო ამაში მონაწილეობა, ვინაიდან, რეალურად, არ არსებობდა და ვერც იარსებებდა რაიმე სახის მტკიცებულება“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებებს ამომრჩევლისთვის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან პირადობის მოწმობების შესაძლო ჩამორთმევის თაობაზე.

მმართველი გუნდის წევრის თქმით ამ მხრივ, არავითარ დარღვევას ადგილი არ აქვს:

„კონკრეტული მტკიცებულებები არ იქნება. გახსოვთ, რომ წინა არჩევნებზე ჩვენ კონკრეტული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაც შევქმენით, მაგრამ მაშინ, რადიკალურმა ოპოზიციამ არ მიიღო ამაში მონაწილეობა, ვინაიდან, რეალურად, არ არსებობდა და ვერც იარსებებდა რაიმე სახის მტკიცებულება.

რას ნიშნავს პირადობებს ართმევენ? თამარ კორძაია სხვა სივრცეშია და სხვაგან არის, ის მარტო არაა… თამარ კორძაია მარტო არ არის… თამარ კორძაიები არიან ყველანი, ვინც, თავის გამოჩენის მიზნით, მსგავს განცხადებებს აკეთებს.

თუკი რაიმე სადმე არსებობს ასეთი ფაქტი, რომ პირადობის ჩამორთმევას აქვს ადგილი, მით უმეტეს, როგორც ის ამბობს, თუ ამას მასიური სახე აქვს, ეს ვერ დაიმალება და, რასაკვირველია, შესაბამისი რეაგირება ექნება ამას“ – აცხადებს გიორგი ვოლსკი, რომლის კომენტარს „რუსთავი ორი“ ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g