LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას პასუხობს ეკა ხოფერია შვილის კრიტიკოს ნათია კობერიძეს – „გახსოვთ „მოდელირებული ქრონიკის“ წამყვანი?“

818

რამდენიმე დღეა, სოცქსელში განხილვის საგანია ეკა ხოფერიას ქალიშვილის, ანანო ლევიძის სტატუსი. ანანო ხუთი თვეა, დიდ ბრიტანეთში სწავლობს და საუბრობს იმ დისკრიმინაციაზე, რომელსაც, როგორც სხვა ეროვნების ადამიანი, განიცდის საკუთარი ლექტორისგან და ახალგაზრდებისგან.

სტატუსი უამრავმა ადამიანმა გააზიარა. მათ შორის „იმედის“ ყოფილმა ჟურნალისტმა, ნათია კობერიძემ, რომელიც ამჟამად სოცქსელში სხვა გვარითაა დარეგისტრირებული და აღნიშნა: „შვილებს მაინც ნუ ჩართავთ ანტიდასავლურ პროპაგანდაში და სიცრუის გავრცელებაში“.

ნათია კობერიძის ამ მოსაზრებას მისსავე კედელზე სხვებიც გამოეხმაურნენ. მოგვიანებით ეკა ხოფერიამ კობერიძის სტატუსი გააზიარა და დაწერა:

„გახსოვთ „მოდელირებული ქრონიკის“ წამყვანი? გახსოვთ. მე რომ მაგრად ვუყვარვარ, ხო გახსოვთ? ალბათ, კი. კიდევ ერთი უნდა დაიმახსოვროთ, ეს ქალი ჩემი შვილის პოსტს გვერდზე დებს და სერიოზულად მსჯელობს, რომ შვილებს ანტიდასავლურ პროპაგანდაში ვრთავ))) ისე, არ იცის ალბათ, ნიკოლა და იკა ზოგჯერ (ხშირად არა) რუსულადაც რომ ლაპარაკობენ ხოლმე). ეგეც გადაეცით, დაასტატუსოს ამ აბსოლუტურმა მოდელირებამ (სხვა სიტყვის დაწერა მინდოდა, მაგრამ ხო ხვდებით, რისიც). Anano Levidze აი, ასეთი კრეტინების გამო ზოგჯერ გირჩევ ხოლმე, რომ შენს გვერდზე მხოლოდ პეპლების ფოტოები დადო)))“

ანანოს დასაცავად უამრავმა ცნობილმა ჟურნალისტმა გამოთქვა საკუთარი აზრი. მათ შორისაა ინგა გრიგოლია, რომელიც წერს:

„გუშინ ღამე აღმოვაჩინე,როგორ ლანძღავდა და რა „ფეისბუქ“-თავდასხმა მოუწყო ერთმა „პრადვინუტმა“ ჩემი მეგობრის Eka Khoperia-ს უმაგრეს შვილს, უნიჭიერეს ანანოს, მის მიერ ამავე სივრცეში დაწერილი სტატუსის გამო. მერე ამ „პრადვინუტმა“ ბევრი ასეთი „პრადვინუტები“ შეუსია პატარა გოგოს და ალანძღინა ანანო თავისნაირებს. ეს „პრადვინუტები“ ჩვენ გვასწავლიან ხოლმე, რა არის ეთიკა და რა არის ლიბერალიზმი(((((( ცხადია,წავშალე მეგობრებიდან… როცა ვერ იტან დედას და დედაზე ან მამაზე შენი აგრესია გადაგაქვს შვილზე, მანდ ვკარგავ ხოლმე კორექტულობის ზღვარს.

შვილებს შეეშვით ჩვენთან ბრძოლაში, სახეს ნუ კარგავთ!!! როცა ჩვენ გვესხმიან ხოლმე თავს, რეაქცია გვაქვს ნული და დაგცინით ხოლმე, რადგან ვიცით,რომ ბოღმა გალაპარაკებთ, მაგრამ როცა შვილებზე გადადიან, ჩვენზე დაბოღმილები, მაგის გატარებას არავინ ვაპირებთ. გაეშვით შვილებით ანგარიშსწორებას!!! არ გირჩევთ!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g