LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას პასუხობს ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან რომანზე დასმულ კითხვას: „ჩვენი პირადი ცხოვრება ჩვენია…“

824
ჯული და ოთო

ცნობილი მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარი პასუხობს ჟურნალ „სარკის“ კითხვას იმის შესახებ, რომ ის და ოთო ფოლადაშვილი რეალურ ცხოვრებაშიც წყვილი არიან:

„16 წლის ვიყავი, როცა ჯულიანასთან მეწყვილედ დავდექი. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ერთად ბევრი რამ გადავიარეთ, უამრავი სირთულე...“

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესანიშნავი მონაწილეები, მოცეკვავეთა წყვილი ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი პროექტს დასაწყისიდანვე მოჰყვებიან

„ამაზე არაფერს ვამბობთ. ბუნებრივია, როცა ხარ ცნობილი სახე, უფრო მეტად აინტერესებთ შენი პირადი ცხოვრება და დეტალები. როდესაც ამაზე პასუხს შენგან ვერ იღებენ, შემდეგ თავად ქმნიან ამბებს. ვინც რა უნდა თქვას, ჩვენ ამაში არ ვერევით. ამ ყველაფერში არ არის საჭირო ჩავეძიოთ, რადგან ჩვენი პირადი ცხოვრება ჩვენია და ამ თემაზე საერთოდ არ მიყვარს საუბარი.

ანუ ეს ყველაფერი ჭორია და არ არის სიმართლე?

ამაზე არ ვსაუბრობთ.

30 წლის ხართ უკვე, ალბათ გიჩნდებათ სურვილი, რომ გქონდეთ ოჯახი, გახდეთ დედა, თუ ეს ყველაფერი კარიერასთან არათავსებადია?

ვფიქრობ, ისეთ დიდ მოვლენებს, როგორებიცაა ბავშვის დაბადება, ოჯახის შექმნა, წინასწარ ვერ დაგეგმავ და თავის დროზე მოვა. რაღაც დოზით მჯერა კიდეც ბედისწერის, მაგრამ მჯერა ისიც, რომ ადამიანზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული…“

ვიდეო: “მჯერა ბედისწერის…” – აქვთ თუ არა ჯულიანა ბარ-გნარს და ოთო ფოლადაშვილს სასიყვარულო ურთიერთობა

magti 5g