LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას პასუხობს ლაგაზიძის ბრალდებებს გიორგი კალაძე?

109

ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებებს სერიოზულად ვერ ვუპასუხებ, ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ”სახელმწიფო ხალხისათვის” პირველმა ნომერმა, გიორგი კალაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა და ყოფილი თანაგუნდელის ბრალდებებს უპასუხა. ლაგაზიძის მტკიცებით, მას გიორგი კალაძე ემუქრებოდა, ამიტომ სახელმწიფოს დაცვას სთხოვდა.

“ამ სულელურ ბრალდებას ვერ მივიღებ სერიოზულად, ვთხოვ ქალბატონ ხათუნას, რომ მისი ენერგია ნორმალური მიმართულებით წარმართოს. ის ბრალდებები რითაც გვადანაშაულებს, არ არის სიმართლე. თუ უნდა დაცვა, მზად ვარ, მე გადავიხადო მისი დაცვის თანხები” – განაცხადა გიორგი კალაძემ.

როგორც გიორგი კალაძემ განმარტა, ხათუნა ლაგაზიძესთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა და ხშირად ჰქონდა კამათი სხვადასხვა საკითხზე, რაც, მისი შეფასებით, ნორმალური პროცესია. კალაძის თქმით, ლაგაზიძესთან პირადი დაპირისპირება არ ჰქონია, ამიტომ ფიქრობს, რომ ყოფილი თანაგუნდელის ბრალდებები იმ ფაქტს უკავშირდება, რომ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა.

“პრიკურატურიდან არავინ დამკავშირებია და გამოკითხვაზე არ დავუბარებივარ, თუმცა თუ დამიბარებენ, მზად ვარ ვითანამშრომლო” -განაცხადა გიორგი კალაძემ.

აღნიშნულ საკითხზე ხათუნა ლაგაზიძე დღეს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან თავს დაცულად გრძნობს, თუმცა არ დააკონკრეტა დაცვის რა გარანტიები მიიღო სახელმწიფოსგან.

 

magti 5g