LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას საქმიანობს ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ – ყოფილი მინისტრის გულახდილი ინტერვიუ

807
fortuna.ge (10)

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, მას შემდეგ რაც პოლიტიკიდან წავიდა მედიაში არ გამოჩენილა. ალასანიამ წლების შემდეგ ინტერვიუ მისცა კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილს.

კითხვაზე, თუ რას საქმიანობს ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ყოფილი მინისტრი პასუხობს:

„რაც პოლიტიკიდან წავედი, შეგნებული გადაწყვეტილება მივიღე, რომ პოლიტიკის მიღმა დამეწყო ქვეყნისთვის ჩემი მხარდაჭერის გამოვლენა. ვცდილობდი,  ჩემი კონტაქტებით და ჩემი მეგობრების დახმარებით, საერთაშორისო წრით ( მათ შორის ფინანსური წრეების მხრიდან), ინვესტიციები გამეკეთებინა საქართველოსთვის. ჩემი მთავარი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია მომეზიდა ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი  დაგვესაქმებინა და ამას წარმატებით ვახორციელებთ“, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანიამ ასევე ისაუბრა,  რა შეცვალა მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთ-უკრაინის ომმა.

 

 

„ჩვენ ვართ კრიტიკულ მდგომარეობაში, ერთი მხრივ, უნდა ვიყოთ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, სწორი მორალური და პოლიტიკური პოზიცია გვქონდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველანაირი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას. მეორე მხრივ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არ მოხდეს კონფლიქტის განახლება. ამას სჭირდება ძალიან ფრთხილი, დაბალანსებული პოლიტიკა და სწორი დიპლომატია. ამას სჭირდება გეგმა და სტრატეგია, რომელიც დღეს, როგორც ვხედავ, არ არის. ეს ხდება ქაოსურად, ერთმანეთის ჭიდილს რომ თავი დავანებოთ.

ყველა კრიზისი აჩენს ახალ საშუალებებს, ამ კრიზისმაც რეალურად გააჩინა შესაძლებლობა, რომ სწრაფად მოხდეს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ და ევროპულ სივრცეში, ამას გამოყენება სჭირდება. “ – აღნიშნა ალასანიამ.

შეგახსენებთ, ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე  2012 წლის 25 ოქტომბერი დაინიშნა და ამ პოსტს ის  2014 წლის 4 ნოემბრამდე იკავებდა.

 

 

ფოტო გარეკანზე: არქივიდან
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები