LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას საქმიანობს რეპერი ბიგ თიკო სცენის მიღმა: „შემდეგი წელი ჩემთვის ტრანსფორმაციის წელი იქნება, ცვლილებებს ვგეგმავ…“

177
ბიგ თიკო

რატომ აღარ ჩანს ისე აქტიურად ბიგ თიკო, რა არის მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რით არის დაკავებული ახლა და რა გეგმები აქვს სამომავლოდ – ამ კითხვებზე პასუხრეპერმა ქალმა ჟურნალ „თბილისელებს“ გასცა.

ბიგ თიკო: შემდეგი ერთი წელი ჩემთვის ტრანსფორმაციის წელი იქნება. ცვლილებებს ვგეგმავ, როგორც ფიზიკური, ისე შემოქმედებითი თვალსაზრისით. მინდა, ცოტა დავისვენო და გადაფასებული ფასეულობებით შევხედო ცხოვრებას, უკეთ გავიაზრო, რა მინდა, თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ყველაფრის გამო, რაც აქამდე იყო. განვლილი გზა მე მაბედნიერებს.

– კონკრეტულად რა ცვლილებებს გულისხმობ?

– მინდა, შემოქმედებითად სხვა ფორმით წარვდგე მსმენელის წინაშე. მგონია, რომ ჯერ ჩემი მთავარი სათქმელი არ მითქვამს ჩემი მსმენელისთვის და მინდა, ეს გავაკეთო.

ვიზუალური თვალსაზრისითაც ვგეგმავ ცვლილებებს. მინდა, უკეთესობისკენ განვიცადო ტრანსფორმაცია. ახალი იმიჯის მორგებას ვაპირებ. ყველაფერს წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ ვცდილობ, ბიგ თიკოდან მედიუმზე გადავიდე (იცინის).

– რაც შეეხება ახლანდელ საქმეებს?

– დაახლოებით ოთხი წლის წინ, ქალაქ რუსთავში ჩემს მეგობართან ერთად გავაკეთე „სილამაზის მუზეუმი ბიგ თიკოსგან“. ძალიან დიდი და ლამაზი სალონი, სადაც მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები შევკრიბე და სილამაზის სფეროში ვსაქმიანობთ. მე უკვე 15 წელია, რეპერობის პარალელურად, ვიზაჟის სფეროშიც ვარ დაკავებული, პროფესიონალი ვიზაჟისტი ვარ. შესაბამისად, ამ საქმეს ძალიან კარგად ავუღე ალღო და დღეს ამ მცირე ბიზნესში ვსაქმიანობ. გაჩერებას არ ვაპირებ, დინებას მივყვები, გაფართოებასაც ვაპირებ. ვცდილობ, მეტი ვისწავლო და სხვა სფეროც ავითვისო, მაგრამ სცენა და სიმღერა ჩემთვის მაინც მთავარი კომფორტის ზონაა. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ სიმღერასა და ვიზაჟს ძალიან კარგად ვუთავსებ ერთმანეთს. მეიქაფს სულ სიმღერ-სიმღერით ვუკეთებ ხალხს (იცინის). ამასთან ერთად, ვხელმძღვანელობ კიდეც ამ საქმეს, ადმინისტრატორიც ვარ და ყველაფერს მშვენივრად ვართმევ თავს. ძალიან მომწონს, რასაც ვაკეთებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g