LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ანთელავა: „მსახიობს უნდა შიოდესო – არსებობს ასეთი გამოთქმა. რატომ უნდა მშიოდეს?! თუ მცივა და ჩასაცმელი არ მაქვს, როგორ ვიფიქრებ პროფესიაზე?!“

217
ზურაბ ანთელავა

მსახიობი ზურაბ ანთელავა ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს, ახდენს თუ არა ცხოვრებისეული პრობლემები გავლენას პროფესიაზე და თუ ახერხებს ამ ყველაფრის ერთმანეთისგან გამიჯვნას:

„ახდენს. თუ მცივა და ჩასაცმელი არ მაქვს, როგორ ვიფიქრებ პროფესიაზე?! ადამიანს არსებობისთვის ნორმალური პირობები უნდა ჰქონდეს. რომ გავთბები, მერე დავიწყებ ფიქრს, რა ვჭამო. როცა საჭმელი მაქვს, მერე ვიწყებ ფიქრს, როგორ გავაკეთო საქმე, რომელიც გასაკეთებელი მაქვს. ხელოსანს თუ იარაღი არ აქვს, ის თავის ხელობას ოსტატობამდე ვერ მიიყვანს. თუ წელამდე წყალში ვდგავარ, სახლი როგორ ავაშენო. ჯერ წყალი უნდა დავაშრო და საძირკველი მერე უნდა ჩავყარო. დაახლოებით ასეა ჩვენს პროფესიაშიც. ცხოვრებისეული პრობლემებიც ძალიან ხშირად გვიშლის ხელს. ბუნებრივია, რომ ჯერ მათ მოგვარებაზე ვფიქრობთ… მსახიობს უნდა შიოდესო – არსებობს ასეთი გამოთქმა. რატომ უნდა მშიოდეს?! საშინელებაა, ძალიან არასწორია“.

ზურაბ ანთელავასთან ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ „თბილისელების“ 20 იანვრის ნომერში გაეცნობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g