LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას სთავაზობს ქართული მხარე ყაზახებს “ყაზტრანსგაზ თბილისში” დაბრუნების სანაცვლოდ?

69

ქართული მხარე ”ყაზტრანსგაზის” მენეჯმენტს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავალიანების რესტრუქტურიზაციას და პირობების გადახედვას სთავაზობს.

როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა ”ფორტუნას” განუცხადა, ამ შემთხვევაში ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ ამის საპირწონედ ყაზახური მხრიდან მიზანშეწონილი რეაქცია იქნება.

მისივე განმარტებით, ქართული მხარე ელოდება ყაზახური მენეჯმენტის ხედვას თუ როგორ აპირებენ ისინი კომპანიის მართვაში დაბრუნებას. ვალიშვილის განმარტებით, ქართული მხარისთვის პრინციპულია ისეთი საკითხები, როგორიცაა ფინანსური პარამეტრები და დედაქალაქის გაზმომარაგება.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია ვალები არ დაგროვდეს, ფინანსური პარამეტრები შენარჩუნდეს და პრობლემები არ შეექმნას გაზმომარაგებას. ქართული მხარე ყაზახურისგან სწორედ ამ გარანტიებს ითხოვს.

”ამჟამად მიდის განვლილი წლების ინტენსიური აუდიტორული შეფასება. კომპანიის მენეჯმენტში სპეციალური მმართველი იმყოფებოდა. აუდიტორულ შეფასებას აკეთებს ყაზახური მხარე, რათა შეაფასოსრისკები და ვალდებულებები და სრული ხედვა ქონდეს თუ რა მდგომარეობაშია ახლა კომპანია. სავარაუდოდ, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოადგენენ თავის წინადადებებს, თუ როგორ ხედავენ კომპანიის განვითარებას მომავალი წლების განმავლობაში. ჩვენ მოხარული ვიქნებით, რომ აქციონერი დაბრუნდეს მენეჯმენტში და ჯეროვნად განახორციელოს თავისი ფუნქციები. ყაზახურ მხარეს აქვს ვალდებულებები როგორც ფინინანსთა სამინისტროს მიმართ, ასევე აქციონერების მიმართ, რაც უკავშირდება პირველ წლებში ინვესიტიციების განხორციელებას. შესაბამისად კომპანიის ფინანსური ვალდებულებები საკმაოდ მსხვილია და ჩვენი შეთავაზება შესაძლოა იყოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვალის რესტრუქტურიზაცია”, – განუცხადა ”ფორტუნას” ვალიშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ ყაზახური მხარის აუდიტის დასრულებას დაახლოებით ორი თვე დასჭირდება, რადგან საკმაოდ კომპლექსური ფინანსური აუდიტი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ორი დღის წინ გამართულ ყაზახურ-ქართულ ბიზნეს ფორუმზე “ყაზტრანსგაზ თბილისში” ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნების საკითხიც განიცილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები