LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას სთხოვს ლევან წვერავა მეუღლეს, ნინი კენჭიაშვილს: „ხისტი ადამიანი ვარ…“

509
ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი

დუეტ „ლეონის“ წევრი, ნინი კენჭიაშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ ზოდიაქოს ნიშნის შესახებ კითხვებზე პასუხობს. ის მერწყულია და საკუთარი ზოდიაქოს ტიპური წარმომადგენელია.

ნინი კენჭიაშვილი:

ზოგადად, ხისტი ადამიანი ვარ. ლევანი სულ, მეუბნება ხოლმე, ცოტა შემოვლით უთხარი ადამიანებს სიმართლეო. არ ვიცი, ეს როგორ გამომივა, რადგან ძალიან პირდაპირი ვარ. ალბათ, ჩემი ქართლური წარმოშობის ბრალია (იცინის). რას ვიზამთ, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არა.

როგორც ყველა მერწყული, ყველაფერში ვავლენ ჩემს ნოვატორულ შესაძლებლობებს. მაგალითად, როდესაც დიზაინერთან მივდივარ და სტილს ვარჩევ, ისეთი დეტალები აღმომიჩენია, რაზეც მას თავად არ უფიქრია. რემონტშიც საკმაოდ კარგი გამოცდილება დამიგროვდა. ჩვენი ორივე სახლის რემონტი მე გავაკეთე, თითოეული ნიუანსი გავთვალე და კარგად გამოვიდა. კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g